ქუთაისში, სამხედრო სამსახურის შენობაში, ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ოთხსართულიან შენობაში მდებარე, სამხედრო კომისარიატის განყოფილებაში ერთი ოთახი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სადენები იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები