სოზარ სუბარი: ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდეს

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, არც მოხდება. უბრალოდ, იყო გარკვეული პიკი, რომელიც გადაივლის”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს.

მან საქართველოს მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, რათა სხვებსაც არ გაუფუჭდეს საქმე.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქესაც მოვუწოდებ, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს და თავის შესაძლებლობებს, თავშესაფრის მიღების არანაირი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ამით უფუჭებენ საქმეს არა მხოლოდ სხვა მოქალაქეებს, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან მომავალში ევროპაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ წავლენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები