პარიზის რესტორანში მამაკაცს სკალპი ახადეს

პარიზის ერთ–ერთ ინდურ რესტორანში ორმა უცნობმა პირმა, მამაკაცს ხანჯლით და მაჩეტეთი სკალპი ახადა. დამნაშავეები მიიმალნენ. პოლიციის ცნობით, ნიღბიანი შეიარაღებული პირები, მეათე ოლქში მდებარე რესტორანში, საღამოს საათებში შეიჭრნენ. მათ რესტორანში მყოფ ერთ პირს, რომელიც ამ დროს სადილობდა, არამხოლოდ სკალპი ახადეს, არამედ ორივე ხელი მოაჭრეს. დაზარალებული შრი–ლანკის 35 წლის მკვიდრი აღმოჩნდა, ის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები მისი თანამემამულეები არიან. ფრანგული მედიის ცნობით, მომხდარი, შესაძლოა, პირადი შურისძიების მოტივით იყოს ჩადენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები