კიევში პრეზიდენტ პოროშენკოს კორტეჟი პენსიონერს დაეჯახა (ვიდეო)

კიევში პრეზიდენტ პოროშენკოს კორტეჟი, პენსიონერ მამაკაცს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა, ინციდენტის შედეგად დაშვებული მამაკაცი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „korrespondent.net“-ი ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 11:45 საათზე მოხდა.
საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერმა მამაკაცმა სხეულის მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა, ექიმების განცხადებით, მამაკაცს ფეხი მოტყდა და ტვინის შერყევა მიიღო.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი 80კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები