ეკა ბესელია ვიზალიბერალიზაციაზე: დიალოგი საერთაშორისო ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, მუდმივად გვაქვს

არის ცალკეული უსიამოვნო, სამწუხარო შემთხვევები. ამიტომ, დიალოგი საერთაშორისო ქვეყნებთან, მათ შორის გერმანულ მხარესთან და არა მხოლოდ, სხვა ქვეყნებთანაც, მუდმივად გვაქვს, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე განაცხადა.
ეკა ბესელიამ საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტი შეაფასა.
„მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა და ჩვენი მოქალაქეები ძალიან აქტიურად იყენებენ ამ მართლა უნიკალურ შესაძლებლობას. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გადაადგილდება. არის ცალკეული უსიამოვნო, სამწუხარო შემთხვევები. ამიტომ, დიალოგი საერთაშორისო ქვეყნებთან, მათ შორის გერმანულ მხარესთან და არა მხოლოდ, სხვა ქვეყნებთანაც, მუდმივად გვაქვს. რა არის საჭირო აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე პრევენციული ღონისძიებებისთვის, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გამოიკვეთება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები