იან კელი: მოვუწოდებ მოსკოვსა და ცხინვალს, დააბრუნონ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი რუსეთს მოუწოდებს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოსცეს. კელის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ძალისხმევას აღნიშნული საკითხის გადაჭრაში.
„როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და პროცესში ვართ ჩართულები. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსკოვსა და ცხინვალს, გაათავისუფლონ ორი დაკავებული, დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი და დადგეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები