შუხუთი-აცანას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შუხუთი-აცანას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, მეწყრული პროცესების  გააქტიურების  შედეგად, განმეორებით ჩამოვიდა მიწა კლდის-ნაშალი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები