გიორგი გახარიას თქმით, ტატუნაშვილის საქმეს გარკვეული ჯგუფები პოლიტიკურ ელფერს სძენენ

ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საუბრობს.
მინისტრის თქმით, ტატუნაშვილის საქმეს გარკვეული ჯგუფები პოლიტიკურ ელფერს სძენენ.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ოჯახი, რომელიც არის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, ყველაზე დიდი თვითშეგნებით ეკიდება ამ საქმეს. არსებობს ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკურ ელფერს სძენენ ამ ტრაგიკულ საქმეს. ჩვენი პირველი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქე იყოს პატივმიგებული რაც შეიძლება მალე. ამ პოზიციაზეა ოჯახი და ამისთვის მე მათ დიდი მადლობას ვუხდი. მე მათ თითქმის ყოველდღე ვხვდები,”- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში.
არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში 23 თებერვალს გარდაიცვალა. ტატუნაშვილების ოჯახი 10 დღეა ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები