უამინდობის, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, გურიის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა

ორდღიანი უამინდობის, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, გურიის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. სოფელ ნაგომარში, ადიდებულმა მდინარე სუფსამ მოსახლეობის საყანე ფართობები დაუტბორა.
წაღებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი.
„უხვი დინების გამო, სოფელ ნაგომარში, საყანე ფართობების ნაწილი წაღებულია, საფრთხე ექმნება, ასევე ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.
დღის წესრიგში დგას დამცავი ჯებირების მოწყობა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში მიიღებს ზომებს აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად“, – აღნიშნა მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძემ.
ძლიერი ქარის გამო, ლანჩხუთის რაიონში სოფლებში, ჩოჩხათსა და აცანაში 40-მდე სახლი დაზიანდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის მოსახლეობის პრობლემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები