ამერიკელი სპეციალისტები ქართველ მცენარეთა დამცველებს ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc  (აშშ)  ორგანიზებით, საქართველოში აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები იმყოფებიან. მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

აშშ-ის წამყვან სპეციალისტებთან სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა, სადაც სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა საქართველოში გავრცელებული ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია  წარმოადგინეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და აშშ-ის სპეციალისტების თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას.

აშშ-ის წამყვანი სპეციალისტების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში გასვლა და ვითარების ადგილზე გაცნობა. აგრეთვე,   საქართველოს სამეცნიერო წრეების ჩართულობით ჩატარდება სამეცნიერო  სამუშაო შეხვედრა: “აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) –  გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები