“ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ“ და “სამთომეტალმა“ ქალბატონებს დედის და ქალთა დღეები მიულოცეს (ვიდეო)

დედის და ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ ადმინისტრაციის და პროფესიულ კავშირ “სამთომეტალის“, ერთობლივი ორგანიზებით, “სამთომეტალში“ გაწევრიანებული 220 ქალბატონი სახელფასო დანამატითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დაასაჩუქრეს, ხოლო ქარხანაში დასაქმებულ დანარჩენ ქალბატონებს, მისალოცი ბარათები გაუგზავნეს.
„აღვნიშნეთ დედის დღე და ვემზადებით ქალთა საერთაშორისო დღის – 8 მარტის აღსანიშნავად, ასე რომ, ქარხნის დირექციამ და პროფკავშირულმა ორგანიზაციამ შუალედური დრო შეარჩია იმისთვის, რომ ქალბატონებისთვის მიგველოცა მათი დღე, თითოეულ მათგანს გადაეცათ საჩუქარი კეთილი სურვილებით, – ჰქონდეთ მათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება“, -აღნიშნა „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ დირექტორმა ვასილ გველესიანმა.
თავის მხრივ, ქალბატონებმა ქარხნის ადმინისტრაციას და „სამთომეტალის“ ხელმძღვანელობას გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები