პარლამენტში დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენები გახდა.
“ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, ბორჯომში ჩავიდნენ და საკრებულოს შენობაში მიმდინარე დაპირისპირება აღკვეთონ.
კომიტეტის სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზაზა გაბუნიას მიმართეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ კომიტეტზე ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ.
“თქვენი დრო დამთავრდა… ვიდრე იმათ ცემაზე თქვენ არ აგებთ პასუხს, მანამდე თქვენი გამოჩენა საზოგადოებაში იქნება პრობლემა, უნდა გრცხვენოდეთ“, – მიმართა ხატია დეკანოიძეს ენძელა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები