“თიბისი არტ გალერეაში” გამოფენა „ფოტოგრამა – ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 ” გაიხსნება
“თიბისი არტ გალერეაში” გამოფენა „ფოტოგრამა – ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 ” გაიხსნება. გამოფენა 2 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანების, გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრამის ტექნიკითაა შესრულებული. ფოტოგრამა ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე, შუქმგრძნობიარე ზედაპირზე საგნების განლაგებითა და სინათლის წყაროს მიმართვით მიიღება.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
R
