აკაკი ზოიძე: პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კარგი მიმართულებით ჩამოყალიბებაზე. მისივე თქმით, ამისათვის შედეგზე ორიენტირებული დაფინანსებაც მნიშვნელოვანია.
“პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია. მსოფლიოში არ არის განვითარებული ქვეყანა, სადაც პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს. ადამიანთან უფრო ახლოს არის მუნიციპალური ხელისუფლება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს კარგი კოორდინაცია. საჭიროა ერთობლივი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კარგი მიმართულებით ჩამოყალიბებაზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა დღეს თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს, გელა ჩივიაშვილს მოუსმინა, რომელმაც დეპუტატებს მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.