ვანო ზარდიაშვილი უმცირესობას: თქვენ იმ ხის ნაყოფი ხართ, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის სახალხო დამცველი

თქვენ თუ პროცესს დააკვირდებით, ჩვენ ავირჩიეთ ხელისუფლებასთან ყველაზე კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ლომჯარია, ჩვენ ამის არ გვეშინია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
ზარდიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს მიმართა.
„თქვენ იმ ხის ნაყოფი ხართ, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის სახალხო დამცველი. თუ მაინცდამაინც გინდათ შეგახსენებთ, როგორ ირჩევდით სახალხო დამცველს, რა გარიგებების საფუძველზე და რას ელოდით მისგან“ – მიმართა ზარდიაშვილმა. ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ოპონენტებს ხელისუფლების მიღწევების აღიარება არ სურთ. „თქვენ ზუსტად იმ განსხვავების დანახვა არ გინდათ, თუ რა განსხვავებაა ხელისუფლებებს შორის, ადამიანის უფლებებთან და კერძო საკუთრებასთან მიმართებაში. თქვენ აწყობთ მასკარადს იმისთვის, რომ რამენაირად გადაფაროთ ეს წინსვლა და წარმატება. როგორც ჩემმა მეგობარმა დათომ იხუმრა, ალიოშა დევდარიანის არქივებში იქექებით, იქნებ რაიმე ხელისუფლებასთან მიმართებაში „შავი ლაქა“ ნახოთ. მაგრამ კარგია, იმუშავეთ, თქვენ ეს კარგად გამოგდით, ჩვენ ამასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები