გერმანიის ელჩი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში არჩილ ტატუნაშვილის საკითხს გამოეხმაურა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ანდრეას პეშკემ განცხადება “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე განათავსა.

“ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და ვუერთდებით მის მოწოდებას, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ”, – ნათქვამია ანდრეას პეშკეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები