„არცერთი ფუნდამენტალური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსის მერყეობას იწვევს, მოხსნილი არ არის“

არცერთი ფუნდამენტალური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსის მერყეობას იწვევს, მოხსნილი არ არის, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის წილი ძალიან ცოტაა, რაც ვითარებას ამწვავებს.
„არცერთი ფუნდამენტალური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსის მერყეობას იწვევს, მოხსნილი არ არის. ქართული ფული ძალიან ცოტაა მიმოქცევაში, საუკეთესო შემთხვევაში ეს არის მთელი ეკონომიკის 20%, დოლარიზაციის უზარმაზარი ხარისხი გვაქვს და სწორედ ამიტომ ვერ ხდება იმ სტიმულების განხორციელება, ფულადსაკრედიტო პოლიტიკის გატარება, რომელიც იქნება ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები