დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია ხატმბრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. ეს ტრადიცია დასაბამს იღებს IX საუკუნიდან. დედოფალმა თეოდორამ ხატმბრძოლი მეუღლის, იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, 842 წლის 18 თებერვალს, მოაწვევინა საეკლესიო კრება ხატთაყვანისცემის აღდგენისათვის. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლება ხატთა თაყვანისცემის შესახებ. კრებაზე გადაწყდა, განეკვეთათ ის სასულიერო პირები, რომელთაც არ სურდათ თავიანთი მწვალებლობის უარყოფა. ამავე კრებაზე დადგინდა, რომ მორწმუნეთა ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად, ყოველწლიურად აღესრულებინათ „მართლმადიდებლობის ზეიმის“ წესი.
ხატთა თაყვანისცემის აღდგენის აღსანიშნავად დიდმარხვის პირველი კვირა აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები