საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, შსს-მ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვა (ვიდეო)

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები