თბილისი – წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაშავდა

თბილისი- წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, გზის მე- 19 კმ-ზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის, „ვოლგის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზის ჯებირს და განათების ბოძს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები