სოფიო კილაძემ და ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ და ამავე კომიტეტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ბუნდესტაგსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრები გერმანიის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიდე იენსენს და ამავე კომიტეტის წევრს, გაბრიელე ჰაინრიხს შეხვდნენ. ასევე, შეხვედრები გაიმართა სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, კარინ შტრენცთან, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, ფრანკ შვაბესთან. შეხვედრა გერმანიის მთავრობის რწმუნებულთან ადამიანის უფლებების საკითხებში, ბერბელ კოფლერთან, ასევე, გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მიხაელ ზიბერტთან და ამავე სამინისტროს სამხრეთ კავკასიის ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, კნუტ აბრაჰამთან გაიმართა.

შეხვედრებზე ქართველმა დეპუტატებმა გერმანულ მხარესთან საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საკონსტიტუციო რეფორმას და ადამიანის უფლებების თავს, ასევე, სასამართლო და პენიტენციური სისტემის რეფორმებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ ჭრილში ადმიანის უფლებების დაცვის როლს.

გერმანიის პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები