თურქეთში საქართველოს საკონსულო ქართველი ემიგრანტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

თურქეთში საქართველოს საკონსულო ქართველი ემიგრანტი ქალის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულოში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა. არსებული ინფორმაციით, სტამბოლში, ათაშეირში, 50 წლის მაია ძიძიგური, გარდაცვლილი სახლში, შვილის მეგობარმა იპოვა. სამი დღის განმავლობაში ეძებდა გარდაცვლილის შვილი დედას, რის შემდეგაც დასახმარებლად მეგობარს დაუკავშირდა. სწორედ ამის შემდეგ ნახა ქალბატონის ნახევრად შიშველი ცხედარი. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობდნენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები