გიორგი მარგველაშვილი არჩილ ტატუნაშვილზე: სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს

ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში, მოიტაცეს და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს, – ამ განცხადებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსენთან შეხვედრა.
“მინდა დავიწყო ძალიან სამწუხარო ცნობით – ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, რამდენიმე საათის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. მინდოდა ამ სამწუხარო ინფორმაციის შესახებ მეცნობებინა. ის იყო ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ემსახურებოდა გლობალ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები