“ნოვამ” ბიზნესპარტნიორებს უმასპინძლა

20 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „იოტა თბილისში“, ხოლო 22 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კომპანია “ნოვამ” ბიზნესპარტნიორებს უმასპინძლა. ბეტეკის ფისოვანი ცემენტის რეალიზატორებს „ბეტეკის“ წარმომადგენლებმა ახალი პროდუქცია გააცნეს. ახალი პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში “ნოვა” უზრუნველყოფს.

ბეტეკის ფისოვანი ცემენტის სახეობები ხუთ ერთეულამდე გაიზარდა. ყინვაგამძლე წებოცემენტი და თვითსწორებადი იატაკი თვის ბოლომდე უკვე მთელს საქართველოში “ნოვას” სარეალიზაციო ქსელში იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.

წებოცემენტების ფორმულის სქემნისას ყველა საერთაშორისო სტანდარტი და ნორმის დასაშვები ზღვარი გათვალისწინებულია. შესაბამისად „ბეტეკი“ პასუხს აგებს „ბეტეკის“ ბრენდის ქვეშ არსებულ ყველა სამშენებლო მასალაზე.

ბეტეკის ბრენდი წლების წინ დამკვიდდრდა ბაზარზე და მომხმარებლების ნდობა მაღალი ხარისხით და მისაღები ფასით მოიპოვა.

ბეტეკი თურქეთში 1988 წელს დაარსდა. ბრენდის პირველი პროდუქცია იყო წყლის საიზოლაციო მასალები. მრავალფეროვანი წარმოებით ბეტეკი თურქეთის ბაზარზე ლიდერი გახდა 2001 წელს.  ბრენდი 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე ამ ლიდერობას ინარჩუნებს. საქართველოში ბეტეკი 2001 წლიდან იწყებს ექსპორტს და “ნოვა” მისი პარტნიორი თითქმის დაარსებიდან ხდება.

ბეტეკის პროდიქციის რეალიზაცია 40-მდე ქვეყანაში ხდება, მათ შორის 19 ქვეყანაში ბეტეკის სახელით. ბეტეკი “ნოვასთან” ერთად გეგმავს ახალი პროდუქციის მოხმარების წესები, ტრენინგების და პრაქტიკური სწავლებების საშუალებით ხელოსნებსა და სარემონტო კომპანიებს გააცნოს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები