თემქაზე მოკლული გოგონას მამა: არაფერი ღალატი არ ყოფილა

თემქაზე მოკლული გოგონას მამამ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
ანა ნაცვლიშვილის მამა ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობას გამორიცხავს. ,,არაფერი ღალატი არ ყოფილა, ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს… რა ეჭვიანობა… რომელ ეჭვიანობაზე ლაპარაკობთ,“ – ამბობს მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვეს. ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები