RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის გადატანის შესახებ, გზშ-ს საჯარო განხილვა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტში, კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან წითელი ხიდის-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის გადატანის შესახებ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
როგორც კომპანია „არემჯი გოლდში“ განმარტავენ, საუბარია, წითელი ხიდის-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის 73-ე75-ე კილომეტრის მონაკვეთზე, რომელიც RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზეა განთავსებული. „კომპანიის საოპერაციო სამუშაოების საჭიროებიდან და გაზსადენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის გადატანა უსაფრთხო მანძილზე. კომპანიამ ჩაატარა საპროექტო კვლევები, დაიგეგმა სამუშაოების განხორციელების და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა“ – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები