კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა

კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა. როგორც კუმისის ტბის მეპატრონე გელა ბაკურაძე აცხადებს, ე.წ სქელშუბლა თევზის მასობრივი დახოცვა უჟანგბადობამ გამოიწვია.
“მასობრივად გამოვიდა თევზი და დაიხოცა, ამის მიზეზი ლურჯ-მწვანე მცენარეა, რომელიც ტბაში გაზაფხულზე აღმოცენდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს შთანთქავს. ახლა მივუყვებით ნაპირებს და დახოცილ თევზს ვაგროვებთ, რომელიც მერე უნდა გავანადგუროთ” – აცხადებს ტბის მეპატრონე. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. თევზი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მისივე განმარტებით, მოსახლეობის მხრიდან ნაპირზე გამოსული თევზის დატაცება და მისი რეალიზაცია ხდება. გელა ბაკურაძე მოსახლეობას ნაპირზე გამოსული თევზის დაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები