ჩინეთში ახალი წლის აღნიშვნას 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა

ჩინეთში, 50-ზე მეტი ადამიანი, მთვარის კალენდრით ახალი წლის აღნიშვნის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ჩინური მედია საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. „ჩუანცზე“, მთვარის კალენდრით ახალ წელს და გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს. საახალწლო-სადღესასწაულო დღეები მხოლოდ ფარნების დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ დასრულდება. ოფიციალურად საახალწლო არდადეგები კი, ჩინეთში 22 თებერვალს, დღეს მთავრდება.
მიმდინარე დღესასწაულებიდან გამომდინარე, ჩინეთში 12 ათასზე მეტი ხანძარი გაჩნდა, რომელშიც 51 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 დაშავდა. თუმცა, როგორც ირკვევა, გასულ წელთან შედარებით ხანძრების რაოდენობამ 12%-ით იკლო. „ცეცხლოვანი“ აღნიშვნის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზარალმა კი 9 მილიონ დოლარს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები