იან კელი საქართველოში სამწლიან დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს

“მარტის ბოლოს ვასრულებ 33-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ასევე სრულდება ჩემი სამწლიანი საქმიანობა საქართველოში ელჩის რანგში, რაც ძალზედ გულდასაწყვეტია ჩემთვის”,-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ რონდელის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ დისკუსიაზე “შემდეგი ეტაპი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში: დემოკრატიის კონსოლიდაცია” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამიერიდან ის, თავის საქმიანობას, მომავალი თაობის განათლებას და მათთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებას მიუძღვნის.
“მარტის ბოლოს ვასრულებ 33-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ასევე სრულდება ჩემი სამწლიანი საქმიანობა საქართველოში ელჩის რანგში, რაც ძალზე გულდასაწყვეტია ჩემთვის. აქედან ჩიკაგოში მივემგზავრები და Northwestern University-ში გავუძღვები სალექციო კურსს. ახალ მოვალეობას აპრილიდან შევუდგები, რასაც ენთუზიაზმით ველოდები, თუმცა არ ვიცი, ასე მცირე დრო რატომ გამოვუყავი საკუთარ თავს დასვენებისთვის. ახლა ჩემს დროს მივუძღვნი მომავალი თაობის განათლებას და მათთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებას. იმედი მაქვს, მომისმენენ”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები