ბრიტანელ მკვლევარს, პედოფილიის გამო, 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბრიტანელ მკვლევარს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედება პედოფილია, სექსუალური ექსპლუატაცია, შანტაჟი და „სადისტური“ ქმედებები. ინფორმაციას „CNN“ ავრცელებს.
სასამართლო სხდომაზე 29 წლის მეთიუ ფალდერმა 137 ცალკეული დანაშაული აღიარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელი მკვლევარი ახალგაზრდებს აიძულებდა, ინტერნეტის საშუალებით მისთვის შიშველი ფოტოები გაეგზავნათ, რის შემდეგაც, ის მსხვერპლებს შანტაჟს უწყობდა.
პოლიციის განცხადებით, მეთიუ ფალდერის დაკავებისას, 300-ზე მეტი ფოტოსურათი ამოიღეს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყო გაგზავნილი.
სასამართლო სხდომაზე, მის წინააღმდეგ 45-მა ადამიანმა მისცა ჩვენება.
სასამართლომ დამნაშავე დაახასიათა, როგორც ორმაგი ცხოვრების მქონე მამაკაცი, „დღისით, კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარი, ღამით კი, _ სექსუალური მტაცებელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები