გიორგი კვირიკაშვილი: აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებსაც.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და – საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები