თეა წულუკიანი: ალბათ, გასაანალიზებელი იქნება, ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყვეტილება

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება საექსტრადიციო პროცესის დასრულებას არ ნიშნავს.
ხოლო რაც შეეხება პატიმრობის შეცვლას გირაოთი, მინისტრი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში დაბალია რისკი, რომ ჩაბუქს, ექსტრადიციის დასრულებამდე, ქვეყანის დატოვების სურილი გაუჩნდეს.
„ის, რომ გუშინ საკონსტიტუციო ვადის ცხრა თვის გასვლასთან დაკავშირებით ბატონი ჩაბუქი გათავისუფლდა სასამართლოს მიერ რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ საექსტრადიციო პროცესი დასრულდა. ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის პროცედურების დასრულებას. მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები პირი, ველოდები სასამართლო პროცესის დასრულებას.
რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, პატიმრობის შეცვლას გირაოთი, ვფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობის რისკი იმდენად დაბალია, რომ ბატონ ჩაბუქს გაუჩნდეს სურვილი, ექსტრადიციის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა.
შესაბამისად, ალბათ, გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან, ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გუშინ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები