ჩერნოვეცკის ფონდი ქუთაისში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოს ხსნის

“ჩერნოვეცკის ფონდი აფართოვებს თავის საქველმოქმედო საქმიანობის არეალს. 20 თებერვალს ქუთაისში უფასო საქველმოქმედო სასადილო გაიხსნება, რომელიც 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მიიღებს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს”,-ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნოვეცკის ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასადილო გათვლილია დღეში 400 ადამიანის მომსახურებაზე.
“ამიერიდან, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც არ უნდა ჩავარდეს ადამიანი ქუთაისში, მშიერი ის ნამდვილად აღარ დარჩება.
სოციალურად დაუცველი ადამიანების ცხელი სადილით უზრუნველყოფა – ეს ჩერნოვეცკის ფონდის უმთავრესი ამოცანაა.
სასადილოს მისამართია: ქუთაისი, აბაშიძის N10
გახსნის თარიღი: 2018 წლის 20 თებერვალი 13:00”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები