თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალა

სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით, თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი გოგონა ბაღში, პირველი თებერვლის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აღარ დადიოდა.

ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალიდან აღდგება.

„ასეთი უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე, ძალიან იშვიათად, მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები