“ბავშვები მწერალთა სახლში” – ირმა მალაციძესთან შეხვედრა გაიმართება

24 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ირმა მალაციძესთან შეხვედრა გაიმართება. “ბავშვები მწერალთა სახლში” საბავშვო მწერალს, ირმა მალაციძეს მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, მწერალი გვესაუბრება მის ერთ-ერთ ბოლო წიგნზე “ექიმი კოდალა”, ახალ საბავშვო ელექტრონულ ჟურნალზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობს და პროექტზე: „ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ“, რომელმაც 2017 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მიიღო ნომინაციაში “ინოვაციური პროექტი”.
შეხვედრები “ბავშვები მწერალთა სახლში” იმართება ყოველ შაბათს, 13:00 საათზე. შეხვედრებს უძღვება საბავშვო მწერალი ვასო გულეური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები