ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის კონცეფციის  პროექტი შერჩეულია

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის შესარჩევი ბაზრის კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კომისიამ განიხილა 7 აპლიკანტის (ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (AIWA), Art-transfer, გია ბოხუას სტუდია, ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორია (AIRL), DESIGNBUREAU, პროპაგანდა, Wforte) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილებით, შეირჩა გია ბოხუას სტუდიის პროექტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები