თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია “თელასის” ცნობით, სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაზოს ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზმიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები