კომპანია ქინძმარაულის მარნის თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება დაერიცხათ

კომპანია “ქინძმარაულის მარანის” თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებები დაერიცხათ. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews დღევანდელი აქციის მონაწილეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციას ადასტურებს ქარხნის მენეჯმენტიც. წარმოების დირექტორის ბესიკ სესიაშვილის თქმით, მათ თანამშრომლებს იანვრის ჩათვლით არსებული სახელფასო ანაზღაურება უკვე ჩაერიცხათ.
“ჩვენ ვთქვით, რომ ხელფასებს დაცურიცხავდით. ეს პირობა შევასრულეთ”,- თქვა ბესიკ სესიაშვილმა.
აღადგენენ თუ არა სამსახურში გათავისუფლებულ თანამშრომლებს, ჯერჯერობით, უცნობია. ამ საკითხზე კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.
“ქინძმარაულის მარანის” 100-ზე მეტმა თანამშრომელმა დღეს საპროტესტო აქცია ქარხნის ტერიტორიაზე გამართა. ისინი 6 თვის ხელფასებს და სამსახურიდან გათავისუფლებული პირების დაბრუნებას ითხოვნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები