ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულად პარვიზ ისმაილზადე დაინიშნა

ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულად პარვიზ ისმაილზადე დაინიშნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პარვიზ ისმაილზადე 2012 წლიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში მდებარე აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოს ხელმძღვანელობდა.
ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის კონსული რაშად ისმაილოვი 29 იანვარს გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები