ბერლინალეზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად წარდგა

 ბერლინალეს Co-Production Market-ის სექცია Books at Berlinale-ზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად წარდგა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დათო ტურაშვილის რომანს „სხვა ამსტერდამს“ გაეცნენ.
წიგნი  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ საავტორო უფლებების მენეჯერმა მიხეილ ციხელაშვილმა წარადგინა. პრეზენტაციას თავად ავტორი დათო ტურაშვილი, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში – თამარ ტატიშვილი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი – იურგენ ბოსი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები