აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა

19 თებერვალს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში  მწერალ გურამ დოჩანაშვილთან გამართა შეხვედრა.
მწერლის ბიოგრაფიული ცნობები და ამონარიდები მისი შემოქმედებიდან წაიკითხეს სკოლის უფროსკლასელებმა, დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ხატია ხარებავამ. ბავშვებმა, ასევე, წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი მოთხრობიდან „მთის გადაღმა“.
მწერალმა მოსწავლეთა მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ გაიხსენა ბავშვობა, ხუთწლიანი მოღვაწეობა არქეოლოგიურ გათხრებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისაუბრა წიგნისა და ადამიანის დამოკიდებულებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, სკოლის პადაგოგები.
მწერალს მადლობა გადაუხადეს: ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბამ, მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ. ირინა ქეცბამ ცენტრის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა გურამ დოჩანაშვილს, ხოლო სკოლას – მწერლის ოთხტომეული ავტოგრაფით.
საღამო დაასრულა სკოლის მუსიკის პადაგოგმა ზურაბ კვერნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები