თეა წულუკიანი: ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 4200-4500 ადამიანს მიენიჭა

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით 4200-4500 ადამიანს მიენიჭა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, 2013 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 9626 პირს მიანიჭა, რომელთა შორის მეტი თურქეთის მოქალაქე იყო.
მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების გვერდის ავლით მიანიჭა, რის გამოც ეს მონაცემები ანალიზის გაკეთებისთვის არ გამოდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები