გია ვოლსკი: უნდა გაირკვეს რა კატეგორიის ადამიანები ჩადიან ევროპაში, რომლებსაც კრიმინალი უკავშირდებათ

„გარკვეული კვლევაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ გაირკვეს რა კატეგორიის ადამიანები ჩადიან ევროპაში, რომლებსაც კრიმინალი უკავშირდებათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ, სადაც საქართველოდან კრიმინალის გადინებაზე საუბრობენ.
„კრიმინალის გაზრდაზე და ევროპაში გადინებაზე საუბარი უტრირებულია, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ისეთი, რომელზეც თვალი უნდა დაიხუჭოს. არსებულ კრიმინალს თუ აქედან ჩასული კრიმინალი დაემატა, ეს ძალიან ცუდია და რთული ამოცანების წინაშე დავდგებით. მეორე საკითხია ასევე ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ვისურვებდი, უახლოეს პერიოდში გვქონდეს ანალიზი თუ რა კატეგორიის ხალხია ჩასული, ვის უკავშირდება კრიმინალი, რამე ჯგუფში ერთიანდება, თუ რაღაც „შოფ ლიფთინგის“ დონეზეა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. ჩემი ღრმა რწმენით, სოციალოგიური კვლევაა ჩასატარებელი, რადგან ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას და ეროვნულ თემას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები