დღეს მოძრაობის თეატრში დიზაინერ ნინო გოგიბერიძის დეფილე-პერფორმანსი გაიმართება

 19 თებერვალს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრში  დიზაინერ ნინო გოგიბერიძის დეფილე-პერფორმანსი – „კაზმული” გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, ნინო გოგიბერიძის AW/2018 კოლექციისთვის ინსპირაცია მეომარი, ძლიერი, თავდაჯერებული ქალია, რომელიც ამავე დროს მიმზიდველი და ელეგანტურია.
Pret a Porter de luxe კოლექციის შექმნისთვის დიზაინარმა აბრეშუმის, ხავერდის, ტიულის ქსოვილებთან ერთად  ბეწვისა და ტყავის მასალები გამოიყენა მეტალის აქსესუარებთან ერთად.
ნინო გოგიბერიძის დეფილე-პერფორმანსის რეჟისორია ლელა ჭინჭარაული, კომპოზიტორი – მიშა მდინარაძე.
შოუს ელემენტებზე აგებულ დეფილე-პერფორმანსში მონაწილეობენ როგორც მოდელები, ასევე მსახიობები და მოცეკვავეები.
მისამართი:  აღმაშენებლის #182 (მუშტაიდის ბაღი), მოძრაობის თეატრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები