თამარ კვესიტაძის შემოქმედება მსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა ინსტიტუტმა Google-მა საკუთარ პლატფორმაზე ჩატვირთა

თამარ კვესიტაძე პირველი ქართველი თანამედროვე ხელოვანია, რომლის ვირტუალური გამოფენა მსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა ინსტიტუტმა Google-მ საკუთარ პლატფორმაზე ჩატვირთა. კვესიტაძის ექსპოზიცია მსოფლიო აუდიტიორიას ხელოვნების სასახლემ წარუდგინა, ის საქართველოში Google-ის კულტურული ინსტიტუტის ერთადერთი პარტნიორია.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, გამოფენა სახელწოდებით: „თამარ კვესიტაძე ანუ უსაზღვრო გრძნობების ტრიუმფი“ (Tamara Kvesitadze or the Triumph of Ambivalence) 20-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. ის კვესიტაძის შემოქმედების თითქმის მთელ სპექტრს აერთიანებს.
აქ წარმოდგენილია როგორც მექანიკური თოჯინები, ისე მონუმენტური ნამუშევრები, ქანდაკებები, ფერწერული და გრაფიკული ნახატები, კინეტიკური სკულპტურები, 2007-2011 წლებში ვენეციის ბიენალეზე წარმოდგენილი ნამუშვრები. აქვეა ცნობილი მოძრავი ქანდაკების „ქალი და კაცისადმი“ („ალი და ნინო“) მიძღვნილი საინტერესო ფოტოები, ვიდეოფაილები და რეცენზიები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კვესიტაძე ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი ხელოვანია, რომელიც Google-ის ახალი და უზარმაზარი ვირტუალური საგამოფენო პროექტის – „მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების“ მონაწილე გახდა. ამ ეტაპზე ხელოვნების სასახლე Google-ს ვირტუალურ სივრცეში ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერობს და იგი დამთვალიერებელს 5 ქართულ გამოფენას სთავაზობს, მათ შორისაა პეტრე ოცხელისადმი და ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილი ექსპოზიცები. თამარ კვესიტაძის ვირტუალური გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფმა გალერეა „კორნფილდთან“ და „თამარა სტუდიოსთან“ ერთად მოამზადა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხატვარმა მუზეუმს მუდმივი ექსპოზიციისათვის ერთი ნამუშევარი უსახსოვრა. კვესიტაძის გამოფენა დათვალიერება 17 თებერვლიდან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება, თანამედროვე ქართული ხელოვნება მსგავსი მასშტაბის აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა.
გამოფენის სანახავად მიყევით შესაბამის ბმულს: https://www.google.com/culturalins…/…/exhibit/QAKyAru4gngKKQ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები