„უდიდესი პატივია, ვიყო მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალის ნაწილი“

 „უდიდესი პატივია, ვიყო მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალის ნაწილი“, – წერს სოციალურ ქსელში პროექტ „ცარიელი სახლის“ ხელმძღვანელი რატი წითელაძე. რატი წითელაძისა და ნინო ვარსიმაშვილის ქართული პროექტი „ცარიელი სახლი“ ბერლინალეს 10 რჩეულ პროექტს შორის მოხვდა და ბერლინალეს კინოფესტივალი მასპინძლობს.
რატი წითელაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ  პროექტი Berlinale Co-Production Market-ზე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წინაშე წარდგება.
ფილმის სიუჟეტი თბილისში, 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას წარმოედგინა, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.
ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება და რომელსაც მთელი მსოფლიოდან კინოინდუსტრიის 550-მდე წარმომადგენელი ესწრება. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი პროექტები პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს წარუდგინონ და პოტენციური პარტნიორები მოიძიონ.
“ცარიელი სახლი” ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ევრიმაჟის” პროექტის განვითარების მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ასევე,  ლოკარნოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში სპეციალური აღნიშვნის პრიზით დააჯილდოვეს. ხოლო რეჟისორი რატი წითელაძე კი, შეარჩიეს Festival de Cannes Cinéfondation-ის მიერ 6 საუკეთესო რეჟისორს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები