გიორგი ბირბიჩაძე: ტყუილია ინფორმაცია, რომ გამგეობებში თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,  გამგეობებში თანამშრომელთა რაოდენობა იზრდება.

„დღეს კიდევ ერთხელ გადავამოწმე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ტყუილია. გამგეობებში მომუშავეთა რიცხვი კი არ იზრდება, არამედ 42 ადამიანით მცირდება. შეეშვით საზოგადოების მოტყუებას, ვისაუბროთ სიმართლე და ვითანამშრომლოთ კონსტრუქციულად“,- ასე მიმართა გიორგი ბირბიჩაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გამგეობების თანამშრომელთა საშტატო ნუსხა გადასცა, სადაც თანამშრომელთა შემცირებული რაოდენობაა მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები