თამარ ტალიაშვილი: ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენ ხურავდით ბაღებს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ქვემო ფონიჭალაში არსებულ ბაღზე გაკეთებული განცხადებები, თითქოს ბაღის შენობა ავარიულია და სავალალო მდგომარეობაშია, სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

თამარ ტალიაშვილის თქმით, აღნიშნულ ბაღში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

„თბილისის მუნიციპალიტეტი 62 000 ბავშვს, შესაბამისად, ამ ბავშვების უკან მდგომ 62 000 ოჯახს ემსახურება. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისათვის ძალიან მარტივი გამოსავალია, რომ ერთი ხელის მოსმით, ერთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, შეუძლიათ ათიათასობით ოჯახში შეიტანონ შფოთვა. ეს არის მათი მარტივი პოლიტიკური ინტრიგის ნაწილი“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ვერანდაზე, რომელიც ზემოთხსენებული ბაღის პროექტით არის გათვალისწინებული. თამარ ტალიაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის ვერანდები საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ არის დანერგილი.

„თქვენ არ ნახულობთ ბაღებს და არ გაინტერესებთ მათი ბედი. თქვენ ხურავდით ბაღებს“, – მიმართა „ნაციონალური მოძრობის წევრებს თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები