იენს სტოლტენბერგი: ჩვენ შევაქეთ საქართველო ნატო-ს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესისთვის

განიხილება თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე, _ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.

მისივე განმარტებით, ალიანსი ეფუძნება მიდგომას – ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის, ამიტომ საქართველო, არაწევრი ქვეყანა ნატო-ს ახლო პარტნიორია.

“ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სასწავლო ცენტრი საქართველოში და ჩვენ სხვა მიმართულებითაც განვაგრძობთ მხარდაჭერას. ჩვენ შევაქეთ საქართველო, ნატო-ს წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესისთვის, ასევე, რეფორმების იმპლემენტაციისთვის. საბოლოოდ კი 29 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად, რომ შემოუერთდეს ალიანსს.

წევრობა მოიცავს მეხუთე მუხლს და ეს მთავარია ალიანსისთვის. ჩვენ ვეფუძნებით მიდგომას, რომ დავიცავთ ერთმანეთს, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის, მაგრამ საქართველოც კი, არაწევრი ქვეყანა, ახლა ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორია, საქართველოში ნატო უკვე ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი და ჩვენ ასევე, მივესალმებით საქართველოს სხვა ბევრ კონტრიბუციას, არამხოლოდ ავღანეთში”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები