პრემია „ივერია“ წლევანდელ ლაურეატებს გამოავლენს

ქართული ელიტის პოეტები – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“ 2013 წელს დაფუძნდა მსახურებისთვის და ქართული პროზა-პოეზიის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხორციელდება.

„პროექტში ყოველთვის მონაწილეობს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი (ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), ერთი მსჯავრდებული – პატიმარი (ვკითხულობთ მის შემოქმედებას, რომელიც გამოგვაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან) და ერთი სასულეირო პირი და სხვა ათამდე პოეტი. ასევე მონაწილეობენ ხატმწერები, მხატვარები და ფოტოხელოვანები.

პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანების (შშმპ) და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-ადაპტაციას ითვალისწინებს.

პროექტის დროს შემოსული მასალები პროზა-პოეზია მუდმივად ქვეყნდება ჟურნალ „ქართულ ელიტაში“ და „განსაკუთრებულ ჟურნალში“, რაც ასევე პოპულარიზაციისთვისაა გამიზნული.

პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აღადგინა ხალხოსნობა – მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სურვილი. ასევე, პროექტის ფარგლებში,  უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ირგვება ხის ნერგები, ამ შემთხვევაში ბზებს, დღემდე 400-ზე მეტი ძირი ბზის ნერგია დარგული. ამ ხნის მანძილზე გავრცელებულია  წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) 4000-ზე მეტი ხატი.

„წლევანდელი წელიც საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო, რომლის გამარჯვებულთა – პრემიის ლაურეატებისა და ილია მართლის ორდენოსნების დაჯილდოება მიმდინარე წლის 3 მარტს გაიმართება თბილისში, სასტუმრო „იოტაში“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის (შშმ პირთათვის).

ჟიური, როგორც ჩვენი პროექტის წესი გასაიდუმლოებულია და მათ შესახებ საზოგადოება 3 მარტს გაიგებს. აქვე დავძენ, რომ ჟიურის წევრებმა ერთმანეთის ვინაობა და რაოდენობა არ იციან.

ვინაიდან პრემიაში დიდი ადგილი უჭირავს ილია ჭავჭავაძისეულ გაზეთ „ივერიას“, პროექტის დაჯილდოება ტრადიციულად იმართება ყოველი წლის 3 მარტს, გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოცემის – დაბადების დღის აღსანიშნავად“, – განაცხადა პროექტის ავტორი და დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 3 მარტს, 15:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება.

„თბილისი თაიმსი“

R

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები